მსოფლიოსიახლეებისპორტი

ლიონელ მესიმ $15 მილიონად პირადი თვითმფრინავი შეიძინა

„ბარსელონისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ პირადი თვითმფრინავი შეიძინა. თვითმფრინავი სპეციალური შეკვეთით შეიქმნა და მას 10 ნომერი აწერია, რომლითაც მესი „ბლაუგრანაში“ და “ალბისელესტეში” წლების მანძილზე თამაშობს. კიბეების საფეხურებზე კი, ლეოს ოჯახის წევრების: მეუღლე ანტონელას და შვილების, ტიაგოს, ჩიროსა და მატეოს სახელები აწერია.

ინტერიერს რაც შეეხება, ის შედგება დიდი სამზარეულოსგან, ორი სააბანაზოსა და თექვსმეტი სავარძლისგან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, რვა ლოგინად გადაკეთდება. თვითმფრინავის შეძენა მესის 15 მილიონი დოლარი დაუჯდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button