ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების დატოვების შესახებ განაცხადა

არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ტოვებს.

“ჩემთვის ნაციონალური ნაკრებისთვის თამაში დასრულდა. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, თუმცა ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩემპიონობას ვერ აღწევ”, – განაცხადა ლიონელ მესიმ.

აღნიშნული განცხადება ლიონელ მესიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის თასის ფინალში არგენტინა ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა.

27 ივნისს აშშ-ში გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითიდ დრო ფრედ დასრულდა. ხოლო პენალტების სერიაში ჩილეს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. ამასთან, მესიმ თავისი პენალტი ვერ გაიტანა. ამგვარად, არგენტინამ მსხვილი ტურნირების ფინალში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. არგენტინის ნაკრებმა ამერიკის თასის ფინალში ორჯერ წააგო – 2015 და 2016 წელს, ამას გარდა, არგენტინელები 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებთან დამრცხდნენ.

29 წლის ლიონელ მესი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ესპანურ კლუბ “ბარსელონაში” თამაშობს. მესი ოთხო “ოქროს ბურთის მფლობელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button