კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ლისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულს პატიმრობა შეუფარდეს

ლისის ტბასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორ ირაკლი ცომაიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. სიტყვით არ უსარგებლია თავად ბრალდებულს, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ადვოკატს ეთანხმებოდა.

დაცვის მხარის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების ფაქტი ფარავს ყველაფერს, რომ მათ რაიმე საშეღავათო პირობა მოითხოვონ. ადვოკატის თქმითვე, ირაკლი ცომაია წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და დაცვის მხარეს ალტერნატიული შემოთავაზება არ აქვს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, როდესაც ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მოზარდს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურამ ირაკლი ცომაიას ბრალი საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევისთვის წარუდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button