მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლიტერატურულ პრემიაზე ქისტი უხუცესი პირველად წარადგინეს

პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ხასო ხანგოშვილი, ლიტერატურული პრემიის “საბას” ფინალისტებს შორის მოხვდა. წლის საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში, პირველობისთვის, უხუცესის წიგნი, “ქისტები” იბრძოლებს.

რადიო ჰერეთთან ხასო ხანგოშვილი განმარტავს, რომ წიგნი ქართველებისა და ქისტების ურთიერთობის კონკრეტულ მაგალითებს ასახავს.

” ჩვენ მეგობრობისა და თანაცხოვრების დიდი ისტორია გვაქვს. თუმცა ერთი პერიოდი, თითქოს გაუცხოება იწყებოდა. ეს წიგნი, სწორედ ამ პერიოდს ეხება და შიგ ჩვენი ურთიერთობის ნამდვილი ისტორიებია ასახული. მე არ ველოდი ამ წარდგენას. სიმართლე გითხრათ, გამომცემლობამ უფრო გამოიჩინა ინიციატივა”- განაცხადა ხანგოშვილმა.

ლიტერატურულ პრემიაზე, სხვადასხვა ნომინაციაში, სულ 31 ფინალისტია წარდგენილი.

ხასო ხანგოშვილი ქისტ მწერლებს შორის, პირველია, რომლის წიგნიც, ლიტერატურული ჯილდოს მისაღებად იბრძოლებს.

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი, ივლისის ბოლოს უნდა გაიმართოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button