რეგიონი

ლიტერატურული პრემია ” საბას” საიუბილეო კონკურსში გურჯაანელი მწერალიც მონაწილეობს

ლიტერატურული პრემია ” საბას” საიუბილეო კონკურსში გურჯაანელი მწერალიც მონაწილეობს.
მიხეილ მღებრიშვილის წიგნი ” კამოდის 12 უჯრა”, საუკეთესო რომანის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მღებრიშვილის რომანს, შვიდი ქართველი მწერლის ნაწარმოები გაუწევს კონკურენციას.

” თავისთავად წარდგენა უკვე იმას ნიშნავს, რომ მწერალმა რაღაც მნიშვნელოვანი შექმნა. ეს არის ამბები, საქართველოს ყველა კუთხიდან და პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები ჰყავს. ძალიან მადლიერი ვარ მათი, ვინც წიგნის გამოცემაში მონაწილეობდა. ჟიური იმუშავებს, არ იქნება მარტივი ამოცანა, მაგრამ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება”- ამბობს მღებრიშვილი.

საბას პრემიაზე წარდგენილი რომანი, გურჯაანელი მწერლის მეორე ნაწარმოებია.
მღებრიშვილს ლიტერატურული საზოგადოება უკვე იცნობს მოთხრობების კრებულით, ” ვარსკვლავების ჩამომკრეფი”.

2021 წელს ლიტერატურული პრემიის ფინალისტებს შორის, კახეთიდან, პანკისელი უხუცესი ხასო ხანგოშვილი დასახელდა, რომლის ნაწარმოები საუკეთესო ესეისტიკასა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

” საბას” საიუბილეო, მეოცე კონკურსის ცხრა ნომინაციაზე წარდგენილი 200- ზე მეტი ავტორი უკვე დასახელდა.
ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სექტემბერში გაიმართებ

მსგავსი პოსტები

Back to top button