მსოფლიოსიახლეები

ლიტვაში “იაპონელი შინდლერის” პატივსაცემად ძეგლი დადგეს

ცნობილი იაპონელი დიპლომატის, “იაპონელი შინდლერის”, ჩიუნე სუგიჰარას პატივსაცემად, ლიტვაში, ქალაქ კაუნასში ძეგლი დადგეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს სუგიჰარა ლიტვიდან და პოლონეთიდან, დახლოებით, 6 000 ებრაელს ტრანზიტული ვიზების გაცემით დაეხმარა წასულიყვნენ ევროპიდან და იაპონიის ტერიტორიის გავლით გამგზავრებულიყვნენ. ამით მან თავისი საქმიანობა და ოჯახის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა.

1985 წელს ისრაელმა სუგიჰარას “ერებს შორის მართლის” წოდება მიანიჭა.

ლიტვაში ძეგლის გახსნის ცერემონიალს ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას, ნაუსედა დაესწრო.

“ადამიანობა და გამბედაობა ყველა ჩვენგანისთვის მორალური კომპასი გახდა… 80 წლის წინ მან მეორე მსოფლიო ომის ლტოლვილებისთვის, რომლებიც ომისგან და ტანჯვისგან თავშესაფარს ეძებდნენ, სიცოცხლის ვიზები გასცა”. – განაცხადა ნაუსედამ.

“ჩვენ არამხოლოდ კორონავირუსი უნდა დავამარცხოთ, არამედ ანტისემიტიზმის, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური სიძულვილი… ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს მეზობლებს და შორეულ მიწებზე მყოფ ხალხს, რომლებიც თავიანთი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან”. – აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

ლიტვაში 2020 წელი “ჩიუნე სუგიჰარას” წლად გამოაცხადეს.

სკულპტურის დიზაინერის თქმით, ორიგამები თავისუფლებას გამოხატავს. სკულპტურასთან ვკითხულობთ წარწერას – “ის, ვინც სიცოცხლეს გადაარჩენს, მსოფლიოს გადაარჩენს”.

სკულპტურა აღმართეს მეტროპოლისის სასტუმროსთან, სადაც სუგიჰარა მას შემდეგ მუშაობდა, რაც იაპონიის საკონსულო დაკეტეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button