მნიშვნელოვანისიახლეები

18 წელი ვარდების რევოლუციიდან

ოპოზიციის ნაწილი დღეს თავისუფლების მოედნიდან, ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს
18 წელი ვარდების რევოლუციიდან – “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” დღეს ამბობს, რომ დიდი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ წინამორბედ გუნდს ხელისუფლებაში რევოლუციის გზით დაბრუნების რესუსრსი აღარ აქვს და ისინი მხოლოდ დესტაბილიზაციას ცდილობენ.

შეგახსენებთ 2003 წლის, 23 ნოემბერს, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტის დარბაზი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაიკავეს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. შევარდნაძე გადადგა, რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

თარიღის აღსანიშნავად, დღეს ოპოზიციის ნაწილი აქციას გამართავს და თავისუფლების მოედნიდან, ვარდების მოედნამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button