მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი პროცესია ჩანიშნული

კარვები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან

ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი პროცესია ჩანიშნული.
ადვოკატების განცხადებით, პროცესი პოლიტიზირებულია და მას არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს.
შეგახსენებთ, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ხმა

აქვე შეგახსენებთ იმას რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მათი მხარდამჭერების და პარტიის ნაწილი შიმშილობას იწყებს

კარვები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან. პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.
ნაწილი კი არ აპირებს პროტესტის უკიდურეს ფორმას შეუერთდეს. ისინი, მათივე თქმით, ბრძოლის სხვა ბერკეტს გამოიყენებენ. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით კი, პროტესტი უვადოდ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება. ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობა, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დააანონსა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ შიმშილობა არის მასობრივი და დარწმუნებულია, რომ ამ არაძალადობრივი მეთოდით კონკრეტულ შედეგებს მიაღწევს.

ნიკა მელიას და ხატია დეკანოიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button