სპორტი

ლივერპული და აიაქსი პლეი-ოფში და მილანის პირველი ქულა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-4 ტურის ორი მატჩი გაიმართა – მილანმა “სან სიროზე” პორტუს უმასპინძლა, ხოლო მადრიდში რეალმა შინ, დონეცკის შახტარი მიიღო.

მილანმა ფრე ითამაშა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 61-ე წუთზე კი იტალიელებმა პორტუს მცველის ავტოგოლის წყალობით გაათანაბრეს 1:1. მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულა მოიპოვა, პორტუს კი 5 ქულა აქვს.

მადრიდში მასპინძლები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. ანგარიში ვინისიუსის პასით ქარიმ ბენზემამ გახსნა.

მე-2 ტაიმში ფერნანდომ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა რეალი ისევ ბენზემამ დააწინაურა – 2:1. რეალი 9 ქულით ლიდერობს, შახტარი კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button