მნიშვნელოვანისიახლეები

მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებს. ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევენ.

ცნობისთვის: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე 2017 წელს აირჩიეს. მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა. მან თანამდებობაზე ლევან მურუსიძე შეცვალა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა საპარლამენტო არჩევნებისთვის “სერიოზულად ემზადება”.

“ვგულისხმობ იმას, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს თანამდებობების დაკავების და როლების გადანაწილების პროცესი. ამჯერად გიორგი მიქაუტაძე მიდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობიდან. საპარლამენტო არჩევნების წინ, 30 ოქტომბერს მოსამაართლეთა კონფერენციაა ჩანიშნული, სადაც საბჭოს 2 მოსამართლე წევრს და საბჭოს ახალ მდივანს აირჩევენ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს”. – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button