სპორტი

„ლივერპულმა“ აუტსაიდერ შეფილდს გასვლაზე მოუგო

4 წაგების შემდეგ მერსისაიდელები სტუმრად „შეფილდ იუნატდს“ ეწვივნენ და ჩემპიონატის აუტსაიდერი კლუბი მშრალი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზევე გაიხსნა. 48-ე წუთზე ჯონსმა პირველი გოლი გაიტანა. 64-ე წუთზე კი ბრაიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მეტოქეს ბალანსი განუმტკიცა.

მიუხედავად მისა, რომ „ლივერპულელთა“ გოლკიპერი, ბრაზილიელი ალისონი მამის დაკრძალვაზე სამშობლოში ვერ ჩავიდა,- კლოპმა სასტარტო შემადგენლობაში ის მაინც არ გამოიძახა და მის მაგივრად ადრიანი ათამაშა. სათადარიგო მეკარემ კი ნდობა გაამართლა და კარი მშრალად შეინახა.

„ლვერპული“ 43 ქულით პრემიერლიგის მეექვსე საფეხურზეა და ის 5 მარტს ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button