“ლივერპულმა“ ოლდ ტრაფორდზე მასპინძელს სძლია და ჩემპიონთა ლიგის საგზური ხელში ჩაიგდო

“ლივერპულმა“ ოლდ ტრაფორდზე მასპინძელს სძლია და ჩემპიონთა ლიგის საგზური ხელში ჩაიგდო
ჯერ კიდევ რამდენიმე ტურის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ „ლივერპული“ ასეთ შედეგს მიაღწევდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას შეძლებდა.
პრემიერლიგის 34-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ერთმანეთს „მანჩესტერ-იუნაიტედი“ და „ლივერპული დაუპირისპირდნენ. თამაში ოლდ ტრაფორდზე შედგა და მასპინძლებმა დებიუტში მოახერხეს ანგარიშის გახსნა.
მიუხედავად ამისა, ტაიმი მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა, რაც მოტივაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
მატჩის მეორე ნახევარიც უხვგოლიანი აღმოჩნდა. აქ რაშფორდის, ფირმინოს და სალაჰის გოლები იხილა გულშემატკივარმა და საბოლოო ანგარიშიც, 2:4 დაფიქსირდა.
ამ გამარჯვებით მერსისაიდელებმა 60 ქულა დააგროვეს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა თეორიულად გაინაღდეს.
ლივერპულს ინგლისის ჩემპიონატში სამი თამაშის მოგება სჭირდება. კლოპის აღზრდილებს წინ იოლი საქმე აქვთ და სავარაუდოდ ამ ბარიერის გადალახვა არც უნდა გაუჭირდეთ.
უახლოეს შეხვედრებს მერსისაიდელები „ვესტ ბრომვიჩთან“, „ბარნლისთან“ და „კრისტალ პალასთან“ გამართავენ.