მსოფლიო

ლიზ ტრასმა მთავრობის ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა მთავრობის ახალი წევრები წარადგინა.

ბრიტანეთის კანცლერი კვასი კვარტენგი იქნება, ჯეიმს კლერლი საგარეო საქმეთა მინისტრი, სუელა ბრავერმანი კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება.

ლიზ ტრასის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ტერეზა კოფი, ჯანდაცვის მინისტრად და პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.

თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი ერთერთია იმ მცირერიცხოვან მინისტრებს შორის, რომლებიც ახალ მთავრობაში თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს 56-ე პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დედოფალმა გუშინ დანიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button