სპორტი

ლოკატელი ტურინის „იუვენტუსში“ გადადის

იტალიის ნაკრების და „სასუოლოს“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ კარიერის გაგრძელება ტურინის „იუვენტუსში“ გადაწყვიტა. ლოკატელიმ ტურინელებთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ის გუნდში 2026 წლამდე დარჩება.

იუვენტუსის გარდა, ლოკატელის გადაბირებას „დორტმუნდი“ და „არსენალი“ ცდილობდნენ. ისინი ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა „სასუოლო“ თავისი მოთამაშის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვდა და ნაკლებ თანხაზე დათანხმებას არც ახლა აპირებდა.

ტურინული კლუბი მზადაა ლოკატელში შემოთავაზებული თანხა რაც შეიძლება მალე გადაიხადოს. ისინი ახლა მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ მანუელ ლოკატელთან გარიგება უახლოეს პერიოდში დაასრულონ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში სერია A- ში 34 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მის აქტივში ასევე ორი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button