მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლოქდაუნსა და მკაცრ შეზღუდვებს მხარს არ დავუჭერ-თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები მკაცრ შეზღუდვებს გამორიცხავენ. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს პრობლემასთან გამკლავების რესურსი აქვს.

“გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცულობას გავუძლოთ წარმატებით. ინდური შტამი ცუდი და აგრესიული გამოდგა, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების შემთხვევების ზრდა არ გამოუწვევია.

დეტალები ლამბდაზე არ ვიცი, რადგან, საბედნიეროდ, ის ჩვენს სიახლოვეს არ გამოჩენილა. თუმცა ამბობენ, რომ მას აქვს განსხვავებული თვისებები, რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ.

ზრდა მოსალოდნელია, მაგრამ, ამისთვის საჭიროა ის რეგულაციები მაინც დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს. გამოვრიცხავ, უახლოეს დღეებში ლოქდაუნსა და მკაცრ შეზღუდვებზე დაბრუნებას, მე პირადად, ამას მხარს არ დავუჭერ,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button