სპორტი
ლომთაძე და ამინაშვილი ბრძოლას აგრძელებენ, გოგავა ოლიმპიურ საგზურს უკვე დაემშვიდობა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე ამ დროისთვის ცნობილი გახდა 3 ქართველი მოჭიდავის შედეგი.
65 კგ-ში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლიმთაძემ კანადელ მეტოქეს სძლია და მერვედფინალში გავიდა.
სანდრო ამინაშვილი, რომელიც ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეა და 86 კგ-ში გამოდის, – ბულგარელ მაგამაევს შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 6:5 დაამარცხა. მერვედფინალში სანდრო აზერბაიჯანელ აბუბაკაროვს დაუპირისპირდება.
57 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავე ოთარ გოგავამ შეხვედრა აზერბაიჯანის სახელით მებრძოლ გიორგი ედიშერაშვილთან დათმო და ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიას დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები სოფიაში 8-9 მაისს იასპარეზებენ.