მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლონდონი უკრაინას დამატებით 54 მლნ გირვანქა სტერლინგისღირებულების შეიარაღებას გადასცემს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისმა უკრაინისთვის გამოყოფილი იმ სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, რომლითაც ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი ჩავიდა კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.

ლონდონი უკრაინას დამატებით 54 მლნ გირვანქა სტერლინგის (63,5 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების შეიარაღებას გადასცემს.

ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამხედრო დახმარება მოიცავს უპილოტო სათვალთვალო სისტემებს და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალებს. პაკეტში შედის 850 ერთეული Black Hornet ტიპის მიკროდრონები, რომლებიც სპეციალურად ქალაქებსა და სოფლებში გამოსაყენებლად არის შექმნილი და მათი ერთ-ერთი დანიშნულება მოახლოებული მტრის ძალების გამოვლენაა.
კიევი მიიღებს 200 თანამედროვე მოთვალთვალე დრონს, ასევე ე.წ. კამიკაძე-დრონებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ.

„სამხედრო პერსონალისთვის მობილურ ტელეფონზე პატარა დრონების მართვის სწავლება 20 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. თითოეულ დრონს აქვს სურათების და ვიდეოს რეალურ დროში გადაცემის შესაძლებლობა, რათა სახმელეთო ძალებმა უსაფრთხოდ დაიცვან ურბანული ადგილები“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ემზადება უკრაინისთვის ნაღმის აღმომჩენი ტექნიკის გადაცემისთვის, რომელიც უკრაინას რუსების მიერ დატოვებული ნაღმების აღმოჩენაში დაეხმარება წყალში და სანაპირო ზოლზე. მათ გამოსაყენებლად, უკრაინელი ჯარისკაცები შესაბამის სწავლებებს გაივლიან ბრიტანეთში.

ჯონსონის ოფისის ინფორმაციით, დრონები დაახლოებით მობილური ტელეფონის ზომისაა, მათი მართვის დაუფლება 20 წუთშია შესაძლებელი.

„თითოეული დრონი ვიდეო და ფოტოგამოსახულებას გზავნის, რაც სახმელეთო დანაყოფებს ურბანული ტერიტორიების უსაფრთხოების დაცვის საშუალებას აძლევს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ცოტა ხნის წინ ჩავიდა კიევში. უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები, როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინას გადასცემს საერთო ჯამში 3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას და აღჭურვილობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button