46 მილიონმა ამერიკელმა არჩევანი უკვე გააკეთა

ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით 46-მა მილიონმა ამერიკელმა კანდიდატებს კენჭი წინასწარ უყარა. ქვეყნის მასშტაბით, დღეს საარჩევნო უბნებზე, სავარაუდოდ, 100 მილიონი ამომრჩეველი მივა.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არა რიგითი ამომრჩევლები, არამედ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს. კოლეგიაში სულ 538 ხმაა. არჩევნებში გასამარჯვებლად კანდიდატმა 270 ხმა უნდა მოაგროვოს.

“ამერიკის ხმის” ცნობით, დონალდ ტრამპი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

ჰილარი კლინტონმა მეუღლესთან ერთად არჩევანი უკვე გააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ხმა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჩაპაქაში მისცეს.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის 500-მდე დამკვირვებელი არჩევნების მიმდინარეობას 28 შტატში დააკვირდება. ამერიკის არჩევნების შედეგები 50 შტატში, საარჩევნო უბნების დაკეტვის შემდეგ გახდება ცნობილი. აშშ-ს დროით საღამოს 8 საათზე ყველა უბანი დაიკეტება და პირველადი შედეგების გამოცხადება ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაიწყება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button