მსოფლიოსიახლეები

ლონდონში დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ

დიდი ბრინატეთის ქალაქებში, მათ შორის, ლონდონში, ბრისტონში, მანჩესტერში, ვოლვერჰამპტონში, ნოტინგემში, გლაზგოსა და ედინბურგში ანტირასისტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

BBC-ის ინფორმაციით, ზოგჯერ პროტესტი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაში გადადის. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს, ლონდონში სამართალდამცავებმა 12 დემონსტრანტი დააკავეს. დაშავებულია 8 პოლიციელი.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბრისტონშიც, სადაც დემონსტრანტებმა მე-17 საუკუნის მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ქანდაკება ჩამოაგდეს.

https://www.youtube.com/watch?v=vOmXICK38JA

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის და არა პოლიციელებზე თავდასხმის უფლება. მისივე თქმით, დემონსტრაციებს ძალადობრივი ქმედებები ზიანს აყენებს.

„ადამიანებს სოციალური დისტანცირების დაცვით მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვთ, მაგრამ მათ პოლიციაზე თავდასხმის უფლება არ აქვთ. დემონსტრაციებს ძალადობრივმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა. ყველა ის პირი, რომელიც ამ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, პასუხის აგებს.” – წერს ბორის ჯონსონი.

ცნობისათვის, აშშ-ში, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ, ანტი-რასისტული საპროტესტო აქციები არ წყდება. ამერიკელ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ და რასიზმსა და პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button