ლონდონში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება [Photo]

_96481977_smokeლონდონში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მეხანძრეები 24 სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

თვითმხილველთა თქმით, ადამიანები შენობაში ახლაც იმყოფებიან. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 20-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის დიდი ნაწილი ლოკალიზებულია, სამაშველო ოპერაცია შეფერხებით მიმდინარეობს.

_96481295_040046890-1კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო, სამართალდამცველები შენობიდან გამოყვანილ ასობით ადამიანს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. ამ დრომდე არ გავრცელებულა ცნობა დაღუპულების შესახებ.

მომხდარს გამოეხმაურა ლონდონის მერი და ხანძარს “მასშტაბური ინციდენტი” უწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button