ლონდონში თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა მოხდა ლონდონში. BBC-ს ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, არიან დაშავებულები.

შემთხვევა ადგილობრივი მეჩეთის სიახლოვეს მოხდა, როდესაც მომლოცველები ქუჩაში გამოვიდნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლმა მანქანა ფეხით მოსიარულეებს გამიზნულად დააჯახა, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კი ამბობდა, რომ ყველა მუსლიმის მოკვლა უნდა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. გადაკეტილია მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია.

ამ როისთვის მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button