მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლოპოტა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობამ კარავი ისევ გაშალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, მოსახლეობამ კარავი გაშალა და მორიგეობა დააწესა.
ადგილობრივები ლოპოტა-1 ჰესის მშენებლობის შესაძლო დაწყებას ეწინააღმდეგებიან.

სოფელ ლაფანყურში თელავის მერის წარმომადგენლის, მორის პარწიკანაშვილის განმარტებით, მოსახლეობამ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

” თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება, მთელი სოფელია ჩართული და დადგეს კარავი. ათი ადამიანი მორიგეობს,ყოველ ღამ, უკვე ორი დღეა. ინფორმაცია მიიღეს, რომ ჰესის მშენებლობას აპირებენ და ღამით ტექნიკის შეყვანა უნდათ. გახსოვთ, რომ ამას ადგულობრივები ერთი წლის წინაც ეწინააღმდეგებოდნენ”- განაცხადა პარწიკანაშვილმა.

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა, მდინარე ლოპოტას ხეობაში, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. მათი მტკიცებით, მდინარეს საკმარისი რესურსი არ აქვს და ჰესი ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
მშენებლობას კომპანია ” ართანა- ლოპოტა” აპირებს. ჰესის სიმძლავრე 5, 9 მეგავატი იქნება..

საპროტესტო აქციებს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, ადგილობრივები, თითქმის ორი წელია ატარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button