მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლოპოტას ხეობას ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან, სადაც ჰესის მშენებლობა იგეგმება, პროექტით გათვალისწინებული გვირაბის ტერიტორიის შესწავლა იგეგმება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე, სადაც შესაძლოა გვირაბი ააგონ, უძველესი სამაროვნები, ეკლესიებისა და ციხის ნარჩენებია აღმოჩენილი.

” ძეგლთა დაცვიდან სპეციალისტები იმ ადგილის შესწავლას დაიწყებენ, სადაც პროექტის მიხედვით გვირაბის გაკეთება იგეგმება. იქ, ჩვენს მიერ აღმოჩენილია სამაროვნები, ეკლესიისა და ციხის ნაშთები. კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებში ეს საერთოდ არ ჩანს,უფრე მეტიც, ისინი ჯიუტად აცხადებენ რომ იქ არაფერი ისტორიული არ არის” – აცხადებს ლოპოტას ხეობის ერთ- ერთი მცველი, მორის პარკინაშვილი.

ლოპოტაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, თითქმის ერთი თვეა, სოფელ ლაფანყურის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კარავში, მორიგეობა აქვთ დაწესებული.

ადგილობრივები, ხეობაში ლოპოტა-1 ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ და კომპანიას, რომელმაც ნებართვა 2018 წელს მიიღო, სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას არ აძლევენ

მსგავსი პოსტები

Back to top button