ლოპოტას ხეობაში სავარაუდოდ ბრინჯაოს ხანის ნაშთებია აღმოჩენილი

ლოპოტას ხეობაში არსებული არქეოლოგიური ნაშთები, სავარაუდოდ, ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის- ამის შესახებ ძეგლთა დაცვის სპეციალისტი აცხადებს.
ლოპოტას ხეობაში, ჰესის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული 235 მეტრიანი გვირაბის მშენებლობის ადგილი სპეციალისტებმა დაათვალიერეს.
თელავის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის, ლიკა ალადაშვილის განმარტებით, ლოპოტას უძველესი, სავარაუდო გალავნისა და ქვა-ყუთების ნაშთები შესწავლას საჭიროებს.
” ვიყავით და ადგილზე ვნახეთ ვითარება. ყველაფერს სჭირდება შესწავლა.ჰესის მშენებელ კომპანიას ვალდებულება აქვს,ამ მიმართულებით, დოკუმენტაციას ფლობდეს. გარეგნული დათვალიერებით კარგად ჩანს სავარაუდო კედლების ნაშთები, ასევე ქვა ყუთები,რომლებსაც სამარხების იყენებდნენ. ჩვენ ინვენტარი არ გვინახავს, რადგან ამის ნებართვა არ გვაქვს. სავარაუდოა, რომ ეს ნაგებობები ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. ყველაფერს. უკვე მივმართეთ სააგენტოს თხოვნით, რომ ჩართოს სპეციალისტები და ჩემი ინფორმაციით,საქმის კურსშია მშენებელი კომპანიაც -განაცხადა ალადაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ლოპოტა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, უკვე რამდენიმე წელია საუბრობენ, რომ პროექტით გათვალისწინებული გვირაბის გასაყვანი ადგილი, უძველეს ქრისტიანულ პერიოდს ეკუთვნის.
ლოპოტას ხეობის მცველები , ერთ თვეზე მეტია კარვებში იმყოფებიან და მშენებელ კომპანიას სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას არ აძლევენ.