ლორი კიბოს გამომწვევ პროდუქტთა სიაში შეიტანეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დამუშავებული ხორცმა, კერძოდ, ლორმა, ძეხვმა და სოსისმა შეიძლება კიბო გამოიწვიოს, – გადმოსცემს რადიო თავისუფლება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აგრეთვე განაცხადა, რომ საქონლის, ცხვრის და ღორის ხორცის გამოყენებაც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს.
კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტო, რომელიც პარიზშია ბაზირებული, გვაცნობებს, რომ დამუშავებულ ხორცპროდუქტებს “ჯგუფი 1”-ს სიაში შეიტანენ ისეთ კანცეროგენებთან ერთად, როგორიცაა თამბაქო, ასბესტი და დიზელის ანაორთქლი.
წითელი ხორცი, კერძოდ – საქონლის, ცხვრისა და ღორის, “ჯგუფი 2B”-ში შეიტანეს, როგორც “შესაძლო” კანცეროგენი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ წითელი ხორცის მავნებლობის დამადასტურებელი მონაცემები ძალიან მცირერიცხოვანია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერჯერობით მხოლოდ 800 შემთხვევა შეიასწავლა და ამ სტატისტიკის მიხედვით, ონკოლოგიური დაავადებების გაჩენა, უშუალოდ ხორცის მოხმარებას დაუკავშირა.