მნიშვნელოვანისაქართველო

“ლოცვა-კურხთევა რომ ავიღე ტუჩებში მეცა” – მღვდელი ანდრია სექსუალური შევიწროვების ფაქტებს ასაჯაროვებს

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია საქართველოს საპატრიარქოში სექსუალური შევიწროვების ფაქტებზე საუბრობს და ასაჯაროვებს ვინმე გიორგის (როგორც მღვდელი ანდრია ამბობს, ყოფილი მორჩილის) აუდიოჩანაწერს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სექსუალრ შევიწროებაში ადანაშაულებს.

გიორგი, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და სავარაუდოდ საპატრიარქოს წარმომადგენლებზე განაწყენებულია, მისი მონათხრობიდან დევნის გამო ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

მისი თქმით, მეუფე ათანასეს გარდაცვალებამდე უვლიდა, მოგვიანებით კი მეუფეს გარდაცვალების შემდეგ, უწმინდეს შეხვდა და პატრიარქმა მისი მოვლა.

მისი თქმით, ერთ-ერთ საღამოს პატრირქმა სექსუალურად შეავიწროვა. “ლოცვა-კურთხევის აღების შემდეგ ტუჩებში მეცა”, რაზეც მან გაიკვირვა და უთხრა, რომ აღარ მივიდოდა საპატრიარქოში მეორედ.

უარის თქმის შემდეგ, პატრიარქის გარემოცვის მხრიდან მისი დევნა-შევიწროვება ხდებოდა. გიორგი ასახელებს კონკრეტულ გვარებსა და სახელებს.

“მე რომ ამაზე ღიად ვისაუბრო ხალხი ჩამქოლავს” – ამბობს ჩანაწერში გიორგი.

მოუსმინეთ სკანდალური ჩანაწერის სრული ვერსიას, რომელიც ანდრია სარიამ რამდენიმე აუდიოფაილის სახით თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა:

 

ანდრია სარია სინოდის სხდომის მოწვევასა და სატელეფონო ჩანაწერების განხილვას მოითხოვს.

“აქ არის რა თქმა უნდა, პირადად შევიწროება ადამიანის, სექსუალურად, მოდი ასე ვთქვათ, რაც ძალიან ამაზრზენი და მოსასმენადაც მძიმეა, მაგრამ ჩვენ ეს ფაქტები იმიტომ გავასაჯაროვეთ, რომ არ ცხრებიან და ცილისწამებაზე გადმოდიან. არც საშუალებას გვაძლევენ, რომ განვიხილოთ საეკლესიო სასამართლოს ფორმატში, სინოდის ფორმატში, სადაც დაიდება ეს ფაქტები, იქნება მსჯელობა და მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ ადამიანების თანდასწრებით მოხდეს საკითხების განხილვა”. – ამბობს მღვდელმონაზონი ანდრია სარია “მთავართან” გაკეთებულ კომენტარში.

რადიო “თბილისი” საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა. პრესსამსახურის განცხადებით, თუკი საპასუხო კომენტარი გაკეთდება, იგი საპატრიარქოს ვებ-გვერდზე დაიდება. ამ დრომდე საპატრიარქოს ვებგვერდზე განცხადება არ გაკეთებულა. ჩვენ საპატრიარქოს პოზიციას გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.

ჩვენ ვამოწმებთ სხვა დეტალებსაც და პერიოდულად მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button