მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელარუსის პრეზიდენტმა უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მილოცვის ტექსტში, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, გამბედაობა, ძალა და ღირსეული ცხოვრების აღდგენაში წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ გაანადგურებს ორი ქვეყნის ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან გულწრფელ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე“, – ნათქვამია ლუკაშენკოს მისალოც წერილში.
ლუკაშენკოს ნამდვილად სჯერა, რომ მსოფლიო ვერ ამჩნევს მის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებში და ამიტომ ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“ ჩვენი დაბომბვით , – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბელორუსის პრეზიდენტის მილოცვას.

„ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები – ბარბაროსული რუსეთის იმპერიის დაცემისთანავე“ ,- წერს პოდოლიაკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მილოცვის ტექსტში, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, გამბედაობა, ძალა და ღირსეული ცხოვრების აღდგენაში წარმატებები უსურვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button