ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურები მარტივდება
ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურები მარტივდება.
ცვლილებები საქართველოს კანონში შედის. ცვლილებები შედის ასევე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში.
კანონპროექტის მიხიდვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის შესვლის აკრძალვა არ გავრცელდება, თუ პირის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა.
სახელმწიფო უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს თავშესაფრის მაძიებელ იმ პირებს, რომელთა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხი სასამართლომ უნდა განიხილოს.