Lufthansa-ს ბორტგამცილებლებმა გაფიცვა გამოაცხადეს

გერმანიის უმსხვილესი ავიაგადამზიდის ბორტგამცილებლები მრავალდღიან გაფიცვას აგრძელებენ, – იუწყება «МИР 24».

Lufthansa-ს თვითმფრინავები აღარ დაფრინავენ ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და საქართველოში. აგრეთვე, გერმანია-რუსეთის რეისების უმეტესი ნაწილი გაუქმდა.

რამდენიმე საათის განმავლობაში, სულ ათასამდე რეისი გადაიდო, 100 000-მა მგზავრმა ფრენა ვერ განახორციელა. ბორტგამცილებლები გაფიცვის გაგრძელებას კვირის ბოლომდე გეგმავენ.

გადამზიდის ისტორიაში, ეს გაფიცვა ყველაზე ხანგრძლივი იქნება. სთრაიქის მიზეზი პენსიები გახდა. ავიაკომპანიის თანამშრომლები სოციალური გადასახადებით უზრუნველყოფას მოითხოვენ იმ შემთხვევისთვის, თუ მათ პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ 2 თვის წინ Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ. მაშინ, ამ აქციამ 140 000 მგზავრის გეგმები ჩაშალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button