ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო

ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო, – ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო – სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამში“ იუწყება.
„რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსული არმიისგან, რუსი ოკუპანტებისგან”, – განაცხადა გაიდაიმ, თუმცა მან გათავისუფლებული დასახლებები არ დაასახელა.
გაიდაის განცხადებით, ოკუპანტებს ესმით, რომ მათ ანადგურებენ, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველა გზის და შენობის დანაღმვას.
ამასთან, მან მოქალაქეებს მოუწოდა, ოფიციალური ინფორმაციის მიღებამდე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არ დაბრუნდნენ, რადგან აუცილებელია დანაღმული ტერიტორიების გაწმენდა.
„ჩვენ გეტყვით, როდის შეგიძლიათ დაბრუნდეთ და სად დაბრუნდეთ“, – აღნიშნა გაიდაიმ.
ჰაიდაი არ აკონკრეტებს გათავისუფლებულ დასახლებებს. მისი თქმით, ოკუპანტებს ესმით, რომ “მათ ანადგურებენ”,მან ხაზი გაუსვა ტერიტორიის განაღმვის აუცილებლობას და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დასახლება კრემინნაიაში, ოკუპანტები ნაღმებს გამიზნულად ტოვებენ.
2 ოქტომბერს ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ლუჰანსკის დეოკუპაცია ლიმანის გათავისუფლებით დაიწყებოდა.
უკრაინამ ქალაქი ლიმანი პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადების მომდევნო დღეს დაიბრუნა. რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებს შორისაა დონეცკიც, სადაც ლიმანი მდებარეობს.
რუსეთი ლიმანს იყენებდა როგორც ლოჯისტიკურ და სატრასნპორტო ჰაბს დონეცკის ჩრდილოეთ რეგიონში ოპერაციებისთვის. ლიმანის დაკავება უკრაინისთვის უდიდესი საბრძოლო მონაპოვარია ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთში გასულ თვეში კონტრშეტევის შემდეგ.