მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლუგანსკში რუსეთის 5 თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოგდეს

რუსეთის სამხრეთ ნაწილში 12-მა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხრეთ ნაწილში, 12-მა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ამ დროისთვის არსებული ცნობით, გადაწყვეტილება 2 მარტამდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საომარი მოქმედებები უკრაინაში დღეს დაიწყო.

უკრაინის თითქმის ყველა მთავარი ქალაქი იბომბება. დაზიანებულია შენობები და აეროპორტები.

უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან ერთდროულად დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, მათ ლუგანსკში რუსეთის 5 თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების ტელეგრამის გვერდზეა ნათქვამი.

ამასთანავე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, უკრაინის საჰაერო ძალები საჰაერო თავდასხმებს წარმატებით იგერიებს.

„დღეს, 5:00 საათზე რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებმა აღმოსავლეთში ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, ასევე მიიტანეს სარაკეტო – დაბომბვითი იერიშები აეროდრომებზე ბორისპოლში, ოზერნოში, კულბაკინოში, ჩუგუევაში, კრამატორსკში, ჩერნობაევკაში. ისინი ასევე თავს დაესხნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ობიექტებს. ამასთანავე, აგრესორმა დაიწყო უკრაინის ტერიტორიასა და დასახლებულ პუნქტებზე საარტილერიო თავდასხმა, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ,“ – ნათქვამია უკრაინის შეირაღებული ძალების განცხადებაში.

მათივე განმარტებით, სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაში არიან, მათ დაიკავეს და უჭირავთ თავდაცვითი პოზიციები და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ამასთანავე, გენერალურმა შტაბმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული დესანტი ოდესაში ჩავიდა.

გარდა ამისა „დაახლოებით დილის 5 საათისთვის უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან, ბელარუსის მიერ მხარდაჭერილი რუსული ჯარების მიერ მოხდა“, – ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სასაზღვრო ქვედანაყოფები, სასაზღვრო პატრული, საგუშაგოები. მათ თავს ესხმოდნენ არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით.

ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ თავდასხმა ასევე მოხდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდანაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button