მსოფლიოსპორტ-ნიუსი

ლუის ჰემილტონი მომდევნო რბოლას გამოტოვებს

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონს, „მერსედესის“ ბრიტანელ პილოტს, ლუის ჰემილტონს, მორიგი ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა.

უცნობია, რამდენი დღის განმავლობაში დარჩება იზოლაციაში მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელი, თუმცა ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 6 დეკემბრისთვის ჩანიშნულ რბოლას ის აუცილებლად გამოტოვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button