სპორტი

ლუის სუარესი: „მესი მჩრდილავდა, მე მეტი შემიძლია“

ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლა-ლიგის 21-ე ტურში დუბლი გაიფორმა. მადრიდის „ატლეტიკო“ „კადისს“ სტუმრობდა, სადაც მასპინძლებმა შეხვედრა ანგარიშით: 2:4 დათმეს.

ლუის სუარესს გამოცდილი ნეგრედოს შეჩერება ევალებოდა. მატჩის შემდეგ თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ ამის განხორციელება გაუჭირდა კიდეც. მიუხედავად ამისა, 4 გატანილი გოლიდან,2 სუარესის ანგარიშზეა.

მის მიერ საჯარიმო დარტყმიდან გატანილ ულამაზეს გოლს ასე გამოეხმაურა თავად გოლის ავტორი: „ბარსელონაში მესისთან ერთად დიდხანს ვთამაშობდი და საჯარიმო დარტყმების შესრულების შანსი არ მეძლეოდა. ვცდილობ გუნდს დავეხმარო და გულშემატკივარი ბევრი ასეთი ლამაზი გოლებით გავანებივრო“.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ 10 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.ლუის სუარესის აქტივში კი მიმდინარე სეზონის 16 მატჩში გატანილი 14 გოლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button