სპორტი

ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

69 წლის ლუის ვან გაალი, როგორც მოსალოდნელი იყო, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. სპეციალისტს კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის ყატარის მუნდიალზე ჰოლანდიას უთავკაცებს.

ყოფილი დამრიგებლის დაბრუნება ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ცნობილია, ვან გაალი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2000-2002 და 2012-2014 წლებში წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ვან გაალმა ამჯერად ნაკრების დამრიგებლის პოსტზე ფრანკ დე ბური შეცვალა, რომელმაც ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ევროპის ჩემპიონატზე ნაადრევი გამოვარდნის შემდეგ დატოვა. როგორც იცით, დე ბურის გუნდი ევრო 2020-ს მერვედფინალში, ჩეხეთთან მარცხის (0:2) შემდეგ გამოეთიშა.

მსგავსი პოსტები

Back to top button