ლუიზიანაში თავსხმა წვიმებმა 3,5 ათასი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo/video]
თავსხმა წვიმებმა, რომლებმაც წყალდიდობა გამოიწვიეს, ამერიკის შტატ ლუიზიანას 1,3 ათასზე მცხოვრები აიძულეს, რათა მათ საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ, – იუწყება საიტი weather.com.
შტატის 16 ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაზარალებულთა დასახმარებლად გადასროლილი აშშ-ის ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფები სტიქიის ადგილზე უკვე მუშაობენ.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ბოსიერის ოლქსა და ქალაქ ლუიზიანაში აღინიშნება. იქ იძულებით ევაკუაციას 3,5 ათასზე მეტი ოჯახი დაექვემდებარა.
ნაციონალური გვარდიის რეზერვისტებმა 361 ადამიანის, 70 ძაღლის, 16 წიწილისა და 1 ზღვის გოჭის ევაკუაცია მოახდინეს. მეურნეობების მფლობელები მსხვილი რქოსანი საქონლისთვის თავშესაფარს ეძებენ.
საიტის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ნალექის ფრონტი ნელნელა არკანზასისა და ტენესის შტატებისკენ ინაცვლებს. იქ დროებით რამდენიმე სკოლა დაიხურა და ცენტრალური ავტომაგისტრალები გადაიკეტა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31051″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]