ლუიზიანაში ტორნადოს გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა [Video]

აშშ-ის შტატ ლუიზიანის გუბერნატორმა, ჯონ ბელ ედვარდსმა რეგიონში საგანგებო მდგომაეობა გამოაცხადა. მან შესაბამისი გადაწყვეტილება ტორნადოს გამო მიიღო, რომელმაც დამანგრეველი შედეგი გამოიწვია, – გვაცნობებს Fox News.

შტატში სტიქიის დარტყმის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.

ახალი ორლეანის მერის, მიჩ ლენდრიუს ინფორმაციით, ქალაქსა და გარეუბნებში მცხოვრები 15 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დანგრეულია ასობით შენობა-ნაგებობა.

ცნობილი გახდა, რომ 7 თებერვალს ლუიზიანის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებში: ახალ ორლეანში, დონალდსოლვილსა და კილიანში, 3 ტორნადო დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button