სპორტი

ლუკა მოდრიჩის კარიერის 9 წელი და 400 მატჩი რეალში

გასულ კვირას, პრიმერა დივიზიონში სეზონის მე-10 ტური გაიმართა. ტურის ცენტრალურ შეხვედრას ტრადიციულად ელ-კლასიკო წარმოადგენდა, სადაც ”ნოუ-კამპზე“ სამეფო კლუბი სტუმრის სტატუსით წარსდგა.

ბარსელონას საშინაო არენაზე, წლების შემდეგ პირველად მოგებული მატჩი მადრიდის რეალის ფეხბურთელისთვის, ლუკა მოდრიჩისთვის საიუბილეო მე-400 თამაში იყო.

ხორვატი თავდამსხმელი უკვე 9 წელია სამეფო კლუბის მაისურით გამოდის.

„ყველაფერი, რაც ჩემი „რეალში“ გადმოსვლის შემდეგ ხდება, არაჩვეულებრივია. ეს არის ბედნიერების ცხრა წელიწადი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სიმაღლეებს შევწვდებოდი“ – აღნიშნა გახარებულმა მოდრიჩმა მატჩის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button