სპორტი

ლუკა სოსიაშვილი – მეხუთე ლიგიდან ელიტურ ჩემპიონატში

სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ლუკა სოსიაშვილი ამიერიდან „თელავში“ იასპარეზებს. ამ უჩვეულო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას „დინამოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. არაჩვეულებრივი კი იმიტომ არის, რომ სოხუმის „დინამო“ მეხუთე ლიგაშია და „თელავი“ ქვეყნის ელიტური ჩემპიონატის მონაწილეა.

სოსიაშვილი სოხუმში 2018 წლიდან ირიცხებოდა და გუნდში გამორჩეული ადგილი ეკავა. სეზონის განმავლობაში „დინამოს“ მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და მოწინააღმდეგეთა კარი 20-ჯერ აიღო.

2020 წელს მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა, თუმცა 10 ბურთის გატანა შეძლო. ჯამში, ლუკამ ჯამში, სოხუმელთა რიგებში 35 მატჩი ითამაშა და 30 გოლი გაიტანა.

დინამოს ხელმძღვანელობამ, გამოქვეყნებულ სტატიაში ყოფილ ფეხბურთელს წარმატებული კარიერა უსურვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button