მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სალხინოს მამათა მონასტერში დილიდან ხმაურია

სალხინოს მამათა მონასტერში დილიდან ხმაურია.

ადგილობრივების ინფორმაციით, დააკავეს 5 სასულიერო პირი – მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე და მამა ბასილი, რომლებიც მარტვილის პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილი.

ადგილობრივები ყვებიან, რომ სასულიერო პირებს წირვის ჩატარების უფლება არ მისცეს და ტაძრიდან გამოაგდეს. ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ათინოგენე ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

“საბჭოთა კავშირში გაცოცხლა ლენინი, მოავლინა თავისი ემისრები აქ და მონასტერში მცხოვრები ადამიანები გამოყარეს იქიდან და შესულია, რაფერაც, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ეს არსება, რომელიც სტეფანედ წოდებულია, შესულია და წირვას ატარებს იქ. ჯერ ვერ გავარკვიეთ რა უფლებით მევიდნენ აქ. ჩოხოსნები მოვიდინენ, გამოყარეს მონაზვნები და მონასტერში მცხოვრები ადამიანები, დაიკავეს ტერიტორია, შემდეგ მოვიდა მილიცია, არც იქით გვიშვებენ, მამები დააკავეს. […] აქედან დაიწყება ყველაფერი, არ გავცილდებით აქედან და მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ვისაც სიმართლე ცოტა მაინც შერჩენია, ვისაც მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა უნდა, ამ მამათმავლობაში ბრალდებული ხალხის გვერდით არ დადგება, როგორც ეს ე.წ. ჩოხოსნები, სულგაყიდული ხალხი, ვისაც კაცობა, ღირსება, ქართველობა და ეკლესიის სიწმინდე აინტერესებს, აქ უნდა იდგეს დღეს.
აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ და მთელ საქართველოს მოვუხმობ”, – თქვა მამა ათინოგენემ.
მრევლის ცნობით, ადგილზე დილით ჩოხოსნებთან ერთად მივიდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე. იგი შეთანხმებული იყო, რომ ადგილობრივ ბერებთან ერთად უნდა ჩაეტარებინა წირვა, თუმცა ტაძარში შესვლის შემდეგ, ბერებს ეკლესია დაატოვებინეს. საუბარია იმ სასულიერო პირებზე, რომლებსაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, მღვდელმსახურება აქვთ შეჩერებული.

მარტვილში მომხდარი დაპირისპირების გამო სამდღიანი ფესტივალი “კამერეტა” ჩაიშალა. ასევე გადაიდო მარტვილში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ვიზიტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button