ანალიტიკამსოფლიოსიახლეები

ლუკაშენკომ ძალოვნები გამოცვალა

ბელორუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები გამოცვალა. კგბ-ს ახალ თავმჯდომარედ დანიშნა ივან ტერტელი, რომელიც მანამდე სახელმწიფო კონტროლის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ხოლო კგბ-ს ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი ვაკულჩიკი ბელორუსის უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო მდივნად გადაიყვანა.

ვინ მონაწილეობს „როქში“

ვაკულჩიკი კგბ-ს ხელმძღვანელი რვა წლის განმავლობაში იყო. მანამდე ის წელიწადნახევრის განმავლობაში ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ლუკაშენკომ მას „სახელმწიფოსა და ხალხის ერთგული და საიმედო პიროვნება“ უწოდა.

ვაკულჩიკი შეცვლის ანდრეი რავკოვს, რომელიც ამ პოსტზე მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში დანიშნა, ხოლო მანამდე, ხუთი წლის განმავლობაში ბელორუსის თავდაცვის მინისტრი იყო.

ვასილი გერასიმოვი, რომელიც ტერტელის პირველი მოადგილე იყო, სახელმწიფო კონტროლის კომიტეტს უხელმძღვანელებს.

ასევე, ხუთშაბათს ლუკაშენკომ მინსკის მერი ანატოლი სივაკი დანიშნა ბელორუსის პრემიერ მინისტრის მოადგილედ, ხოლო ვლადიმერ კუხარევი, რომელიც ადრე ვიცე-პრემიერი იყო, მინსკის მერი გახდა.

გადაადგილება პროტესტის ფონზე

9 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. ცესკომ გამოაცხადა, რომ ლუკაშენკომ ამომრჩეველთა 80%-იანი მხარდაჭერა მიიღო. გამოცხადებული შედეგების არ სჯერა ოპოზიციას და ხალხის დიდ ნაწილს – მათი თქმით, ლუკაშენკომ არჩევნების შედეგები გააყალბა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავის უღიარებია. შედეგები აღიარა რუსეთმა, ასევე კუბამ. ხოლო, ბელორუსის ცესკოს მონაცემების არ სჯერა ევროკავშირს. ამერიკის შეერთებულოი შტატების პრეზიდენტმა ბელორუსში არსებულ სიტუაციას „საშინელი“ უწოდა. ლატვიამ, ესტონეთმა და ლიტვამ აკრძალა 30 ბელარუსი ჩინოვნიკის შემოსვლა მათი ქვეყნების ტერიტორიაზე. ბალტიისპირა სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა ალექსანდრე ლუკაშენკოსაც.

საპროტესტო აქციები მინსკში

 

16 და 23 აგვისტოს მინსკში ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურს უწოდებენ – ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით.

პროტესტი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც არჩევნების შემდეგ პირველ დღეებში დაახლოებით 7000 ადამიანი დააკავეს. მათზე ძალადობა განხორციელდა როგორც დაკავების დროს, ასევე პატიმრობაშიც. ლუკაშენკომ 29 აგვისტოს აკრედიტაცია გაუუქმა და ქვეყანაში მუშაობა აუკრძალა დასავლური მედია-საშუალებების დიდ ნაწილს.

ბოლო დღეებში საპროტესტო აქციები ნაკლებად მასობრივი გახდა. 1 სექტემბერს მინსკში სტუდენტური დემონსტრაცია, ხოლო 2 სექტემბერს, ქალთა საპროტესტო აქციები გაიმართა.

ლუკაშენკომ არაერთხელ მოითხოვა „იმათთვის მიეხედათ“, ვინც ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებს. მან ასევე განაცხადა ბელორუსის საშინაო საქმეებში ევროპის ქვეყნების ჩარევაზე.

ხუთშაბათს, მოქმედმა პრეზიდენტმა კვლავ თქვა, რომ „ბელორუსი პირისპირ აღმოჩნდა საგარეო აგრესიასთან“. ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ახლა საქმე მარტივად არ იქნებოდა“.

მოსკოვი ლუკაშენკოს მხარ უჭერს

ლუკაშენკო და პუტინი მოკავშირეებად რჩებიან

ხუთშაბათს, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი მინსკში, ლუკაშენკოსთან სასაუბროდ ჩავიდა. მასთან ერთად ბელორუსის დედაქალაქში სამთავრობო დიდი დელეგაცია იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ მოსკოვმა აღიარა ლუკაშენკოს გამარჯვება არჩევნებში და იზიარებს მის მოსაზრებას დასავლეთის მიერ ბელორუსში ინტერვენციის მცდელობების შესახებ.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ ბელორუსში მდგომარეობა გართულდება, შეიძლება რუსეთიდან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ბელორუსში განლაგდნენ და არეულობა აღმოფხვრან. ასეთი თხოვნით, პუტინის თქმით, ლუკაშენკამ მას უკვე მიმართა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button