ლუკაშენკოს 11 წლის შვილი გაეროს დელეგატია? [Video]
ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე კუკაშენკოს უმცროსი ვაჟი – ნიკოლაი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის დელეგატთა რიცხვში აღმოჩნდა, – წერს ბელორუსული გამოცემა «Наша Нiва»
და ფაქტის დამამტკიცებელ ფოტოსურათებს აქვეყნებს.
პირველ ფოტოზე, 11 წლის ნიკოლაი ლუკაშენკო ბელორუსიის საგარაო საქმეთა მინისტრის – ვლადიმერ მაკეის გვერდზე ზის. მეორე სურათზე, ბავშვი ბელორუსიის პრეს-სპიკერს – ნატალია ეისმონტს ესაუბრება ტაბლოზე კი გარკვევით ჩანს წარწერა – «Belarus».
ფოტოსურათი, საკუთარ Twitter-ზე,
The Guardian-ის კორესპონდენტმა შონ უოკერმაც გამოაქვეყნა.
როგორც ბელორუსიის ლიდერის პრეს-სამსახური
იუწყება, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსიის მთავრობის ხელმძღვანელმა, შვილთან ერთად, ნიუ-იორკის მემორიალური კომპლექსი მოინახულა.