მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლუკაშენკოს მედლები და პუტინის სატელეფონო საუბრები

“უზადო სამსახურისთვის” დაჯილდოებული დამრბევები

სამშაბათს ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის სამართალდამცველები, რომლებმაც საპროტესტო დემონსტრაციების დარბევაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, “უზადო სამსახურისთვის”, მედლებით დააჯილდოვა.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

საპროტესტო აქციების დროს აქტიურად მიმდინარეობდა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის.

აქციების დასაშლელად, საგანგებო დანიშნულების რაზმი აქტიურად იყენებდა ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და წყლის ჭავლს. ბარიკადების დასაშლელად, მინსკში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.

დემონსტრაციების შედეგად, დაიღუპა ორი ადამიანი. აქციებზე 7 000-მდე ადამიანი დააპატიმრეს, რომელთა გათავისუფლებაც ეტაპობრივად, 13 აგვისტოდან დაიწყო. გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან.

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოებში, ამ დროისთვის, 158 ადამიანია მოთავსებული, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აქტიურად იჭერენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს. ბელარუსში, დაახლოებით, 50 ჟურნალისტი დააკავეს. მინსკში თავს ესხმოდენ ჟურნალისტებს, რომელთა შორის იყვნენ BBC-ს და Associated Press-ის კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ აკრედიტაცია, უმტვრევდნენ კამერებს და ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს, ფოტო და ვიდეომასალით.

 

პუტინის სატელეფონო საუბრები

 

ბელარუსში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.

პუტინმა მერკელს უთხრა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლმა 18 აგვისტოს გაავრცელა.

ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერთან საუბარში აღნიშნა, რომ ამის მსგავსი რაიმე შემთხვევა ბელარუსის პოლიტიკური კრიზისის ესკალაციამდე მივა.

გერმანიის კანცლერის სპიკერის განცხადებით, პუტინთან საუბარში მერკემა თქვა, რომ ბელარუსის მთავრობამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება თავიდან უნდა აიცილოს.

“კანცლერმა განაცხადა, რომ ბელრაუსის მთავრობამ თავიდან უნდა აირიდოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან ეროვნული დიალოგი დაიწყოს, რათა გადალახოს ეს კრიზისი.” – ამბობს მერკელის სპიკერი.

აღსანიშნავია, რომ პუტინისა და ლუკაშნეკოს სატალეფონო საუბრის შემდეგ, როგორც კრემლში განაცხადეს, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მზად არის, კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში, დახმარება გაუწიოს.

მოქალაქეებმა სამხედრო კოლონაც შენიშნეს, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა და მინსკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მას დაპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალები 17-21 აგვისტოს ბელარუსისა და ლიეტუვას სასაზღვრო ოსტროვცის რეგიონში არსებულ პოლიგონებზე ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ.

ინფორმაცია ამის შესახებ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

 

ევროპის, ლიეტუვას, აშშ-ს გამოხმაურება

 

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ბელარუსისადმი რუსეთის სამხედრო დახმარება ქვეყანაში შეჭრა იქნება.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

17 აგვისტოს, ევროპარლამენტარებმა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეების და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პრეზიდენტებმა, ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გმობენ.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და სიტუაციას საშინელი უწოდა. მან თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button