ლუჟკოვისა და “ღამის მგლების” ვიზიტი საქართველოში

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ვაკის პარკში ხალხმრავლობაა.

უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს ვეტერანებმა. ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავის აღსანიშნავად დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ვაკის პარკში რუსი ბაიკერები, ე.წ. ღამის მგლების წევრები მივიდნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, მოსკოვის ყოფილი მერისა და ე.წ. ღამის მგლების ბაიკერების საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. ნიკა მელია ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში ოკუპაციის შესახებ კანონი დაირღვა, თუმცა მისი თქმით, სახელმწიფოში არ არსებობს პასუხისმგებლობის მქონე პირი, რომელიც კანონს აღასრულებს.

მოსკოვის ყოფილი მერის და რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტს, ევროპული საქართველოს ლიდერი ეხმაურება. რუსეთის პოლიტიკის და პრეზიდენტ პუტინის გზავნილების გაჟღერება მიუღებლად მიაჩნიათ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.

ოფიციალურ კომენტარს ვიზიარებ და იგივეს ვიმეორებ – ეს განცხადება, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ჟურნალისტების მიერ დასმული იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ჩამოსვლისას, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევას უკავშირდებოდა. ლევან იზორია ამბობს, რომ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან მისი თქმით, დეტალური განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button