მნიშვნელოვანირეგიონი

“მაჩალიკაშვილების სახლში ექსპერტიზა ჩატარდება”

პანკისის ხეობაში, დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში პროკურატურა ექსპერტიზას ჩაატარებს.

ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ პროცესს დაჭრილის და, ნატა მაჩალიკაშვილი დაესწრება, რომელიც ხეობაში უკვე გაემგზავრა.
მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მინისტრის თქმით, ამ პაციენტის მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს პირველივე დღიდან კონტროლზე ჰყავდა აყვანილი.

რაც შეეხება მკურნალობის ხარჯების დაფინანსებას, მინისტრის თქმით, ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო ანაზღაურებს. მინისტრის ინფორმაციით, ექიმი, რომელიც სამკურნალოდ ოჯახმა მოიწვია, ქართველია და რუსეთში მოღვაწეობს. ის უკვე საქართველოშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button