მაჩეტეთი შეიარაღებული უცნობი პირი ლუვრში შეჭრას აპირებდა [Photo/Video]

ფრანგმა სამართალდამცველმა უცნობ პირს ცეცხლი გაუხსნა, რომელიც ლუვრში შეჭრას აპირებდა, შემდეგ კი 2 მაჩეტეთი შეიარაღებული მას თავს დაესხა. ინფორმაციას Express-ი ავრცელებს.

ბოროტმოქმედი მძიმედ დაიჭრა, ხოლო პოლიციელმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელს 2 ჩანთა ეჭირა. მისი მოქმედების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ლუვრის მიმდებარე ტერიტორია ალყაში მოაქცია და მუზეუმიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, პარიზის მეტროს მეშვიდე ხაზის სადგური Palais Royal – Musee du Louvre გადაკეტილია.

[print_gllr id=52626]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button