მაჩხაანის სკოლა დაიწვა [Photo]

ხანძრის შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის შენობა განადგურდა.

წინასწარი ინფორმაციით, ელექტროსადენებიდან ცეცხლი ჭერში გაჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო ეკიპაჟები მეზობელი რაიონებიდანაც გამოიძახეს.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე ვითარების შესასწავლად სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახური იმყოფება.
სასწავლო პროცესის გაგრძელება ვერ ხერხდება. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მოსწავლეები სხვა შენობებში გადანაწილდებიან.
მომხდარზე გამოძიებას შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.