მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურას დაცვა მიუჩინეს [Photo/Video]

ლას-ვეგასის მადამ ტიუსოს მუზეუმის დირექციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მომღერალ ნიკი მინაჟის ცვილის ქანდაკებას მცველი დაუნიშნოს.

ამ ზომის შემოღება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც მუზეუმის სტუმრებმა ფიგურასთან სურათების გადაღება უხამს პოზებში დაიწყეს, – გადმოსცემს Daily Telegraph.

მინაჟის ფიგურა აგვისტოს დასაწყისში დამონტაჟდა. იგი, როგორც საკუთარ სიმღერაში კლიპიდან „Anaconda“, გულახდილ პოზაში და სამოსშია გამოსახული. ამიერიდან, მინაჟის ფიგურასთან მუზეუმის თანამშრომელი იმორიგევებს, ქანდაკებასთან მიახლოება შეზღუდული იქნება, თუმცა მის დემონტაჟზე არაფერს ამბობენ.

ონიკა ტანია მარაჯი, ცნობილი, როგორც ნიკი მინაჟი (დ. 8 დეკემბერი, 1982) — რეპერი და მომღერალ-კომპოზიტორი, 3 სტუდიური სოლო-ალბომის ავტორი, პრემია Grammy-ის მრავალგზის ნომინანტია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16027″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button