მნიშვნელოვანირეგიონი
,,მადლობა ღმერთს მყავს შეძლებული ოჯახი არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული”_პრემიერის თქმით სახელმწიფო ბიუჯეტით არასდროს უსარგებლია

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით მას და მისი ოჯახის წევრებს, არასოდეს უსარგებლიათ.
მე არასოდეს მისარგებლია სახელმწიფო ბიუჯეტით და არასოდეს დამიფინანსებია ჩემი პირადი მგზავრობა ან სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა, არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს თანხა იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი ჩვენი ხელწერის და წინა ხელისუფლების ხელწერის, როცა მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი ბანდა. მე, მადლობა ღმერთს, მყავს შეძლებული ოჯახი, მე არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული”. – ამბობს პრემიერი.