მნიშვნელოვანისიახლეები

,,მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის, პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას,, – ბოკუჩავა

მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის, პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას, –- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის მთლიანად უჭერს მხარს პარტიის ლიდერებს.

ბოკუჩავას თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობის, კონსოლიდაციის და ამავდროულად, საქმის კეთების და განახლების დროა.
როგორც ბოკუჩავა წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც „ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანია“.

„სრულიად გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან სწორედ ჩვენი პარტია, სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რიგითი წევრი და მხარდამჭერი არის ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანი. ასე იქნება საბოლოო გამარჯვებამდე“, – წერს ბოკუჩავა.

ე.წ. ხელისუფლებას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება. მოვუწოდებ ყველა წევრს, არ აყვნენ ქოცურ მაქინაციებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, მოუწოდებს საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, „გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში“.

„ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე. მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის ლიდერშიპს და მოვუწოდებ ყველა წევრს, არ აჰყვნენ ამ ქოცურ მაქინაციებს. ასევე, მოვუწოდებ საკრებულოების ჩვენს წევრებს, რომელთა გაყვანისთვისაც მე ჩემი თავისუფლებით მაქვს ფასი გადახდილი და ვიხდი დღემდე პატიმრობით, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში, მათ შორის – კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო სფეროს ლობირებასთან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button