დაკარგული მონადირის დედა თავის დაწვით იმუქრება

ლაგოდეხის მთებში დაკარგული მონადირეების ოჯახები მათი შვილების ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ითხოვენ.

ისინი ძალოვან უწყებას დახმარების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ.

ერთ-ერთი დაკაგულის დედა, მარინა გელაშვილი თავის დაწვით იმუქრება.

როგორც დაკარგულთა ახლობლები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ უწყება დაკარგულების შესახებ ინფორმაციას დროულად არ მიაწვდით, 3 სოფლის მცოვრებლები აქციებს ლაგოდეხში გამართავენ, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ. გაუჩინარებულ ახალგაზრდებს მე-19-ე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button